Sunday, February 26, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

განვიხილეთ განვლილი მასალა, გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის მოთხოვნებს და ვიმუშავეთ მასზე. გავეცანით შეფასების რუბრიკებს, გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას. დღევანდელი დღის ტრენინგმა,  როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოდ  ჩაიარა.


Saturday, February 25, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ განვლილი მასალის ანალიზით. ვისწავლეთ საავტორო    უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონების გაკეთება. ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგზე.  ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგზე. დღევანდელი დღეც  ძალიან საინტერესო და შინაარსიანი იყო.

Sunday, February 19, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

                                            
გავიმეორეთ განვლილი მასალაგანვიხილეთ შეფასების მეთოდები, დროში გაწერილი 
შეფასების გეგმა.  გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია.

Saturday, February 18, 2017

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, პირველ რიგში და  დავადგინეთ სტანდარი, რა შედეგზე უნდა გავიდეს ჩვენი პროექტი, შემდეგ სტანდარტიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევბიდან დავწერეთ პროექტის მიზანი და ასევე ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამომადგება გაკვეთილის გეგმებზე მუშაობისას.

Sunday, February 12, 2017

ტრენინგის მეორე დღე

დღევანდელი დღე ფრიად საინტერესო აღმოჩნდა; მიმოვიხილეთ პროექტები ,გავიმეორეთ განვლილი მასალა,გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს ,საფუძვლიანად შევისწავლეთ ბუკლეტის დამზადება და ბოლოს გავამთლიანეთ ჩვენი ნასწავლი მასალა. ყოველივე ეს ძალიან  დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.

Saturday, February 11, 2017

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით  ინტელის ძირითად კურსსა და გზამკვლევს, 21 საუკუნის  უნარ-ჩვევებს, შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე,  განვიხილეთ პროექტები და შევქმენით ბლოგი.