Thursday, March 9, 2017

ტრენინგის შეჯამება

განვლილი ტრენინგის  კურსი ძალიან  მრავლის მომცემი და საინტერესო იყო ჩემთვის. მივიღეთ ტექნოლოგიებზე წვდომისა  და  მისი გამოყენების  თეორიული  და  პრაქტიკული ცოდნა. ვისწავლეთ პროექტზე  ეფექტურად და ეფექტიანად მუშაობის გზები. მოვამზადეთ პრეზენტაცია. გავაკეთეთ ბუკლეტი. ვისწავლეთ საქაღალდის  ბლოგზე ატვირთვა. ტრენინგზე  მიღებული ცოდნა  ძალიან დამეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში.  დიდი მადლობა ქეთი   ცერაძეს საინტერესო ლექციებისათვის.  

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა. მოვისმინეთ  ჯგუფის წევრთა პროექტების პრეზენტაციები, რომლებიც ძალიან საინტერესო  იყო. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო რამდენიმე  პროექტის შესახებ. მაგ.ქვეშის საჯარო სკოლის  პედაგოგის მედეა კაჯილაშვილის პროექტი:  "მსოფლიოს შვიდი საოცრება"  რომლის მიზანია, საგანთა შორის კავშირი მაგ. ისტორიასა  და ინგლისურ ენას შორის  და  ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
  ასევე ძალიან მომეწონა  პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მასწავლებლის მაია სამხარაძის პროექტი: " მამული, ენა, სარწმუნოება." ის ეხმიანება თანამედროვეობას და ასწავლის მოსწავლეებს  როგორი ურთიერთობა  უნდა ჰქონდეთ სხვა  რელიგიის წარმომადგენლებთან და რა როლს ასრულება  ენა, მამული, სარწმუნოება  ნებისმიერი ერის  მსოფლიო ერების გვერდით დაყენების საქმეში.
 ასევე  საინტერესო იყო   სსიპ ქალაქ  გორის    V  სკოლის ფიზიკის პედაგოგის  ნანა ქავთარაძის პროექტი "ელექტრო დენის ალტერნატიული  წყაროს შესახებ.თუ რა შეღავათები შეიძლება  მოჰყვეს  მზის , ქარის, წყლის  ენერგიის გამოყენებასა და რომელი განახლებადი რესურსები გამოიყენება ცხოვრებაში.

Sunday, March 5, 2017

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელი  ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის  გამეორებით.შევქმენით  ფასილიტაციის რესურსის ნიმუში,  გადავხედეთ პორტფოლიოს და შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა. შემდეგ დარედაქტირებული საქაღალდე ავტვირტეთ  ბლოგზე.  დღევანდელი დღე ძალიან შრომატევადი და საინტერესო იყო.

Saturday, March 4, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ განვლილი მასალა.  გავითვალისწინეთ  ყველა მოსწავლეზე გათვლილი საჭიროებები და ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.დღევანდელმა დღემაც ძალიან შინაარსიანად და საინტერესოდ ჩაიარა.

Sunday, February 26, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

განვიხილეთ განვლილი მასალა, გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის მოთხოვნებს და ვიმუშავეთ მასზე. გავეცანით შეფასების რუბრიკებს, გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას. დღევანდელი დღის ტრენინგმა,  როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოდ  ჩაიარა.


Saturday, February 25, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ განვლილი მასალის ანალიზით. ვისწავლეთ საავტორო    უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონების გაკეთება. ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგზე.  ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგზე. დღევანდელი დღეც  ძალიან საინტერესო და შინაარსიანი იყო.

Sunday, February 19, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

                                            
გავიმეორეთ განვლილი მასალაგანვიხილეთ შეფასების მეთოდები, დროში გაწერილი 
შეფასების გეგმა.  გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია.