ტრენინგის მეცხრე დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა. მოვისმინეთ ჯგუფის წევრთა პროექტების პრეზენტაციები, რომლებიც ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო რამდენიმე პროექტის შესახებ. მაგ.ქვეშის საჯარო სკოლის პედაგოგის მედეა კაჯილაშვილის პროექტი: "მსოფლიოს შვიდი საოცრება" რომლის მიზანია, საგანთა შორის კავშირი მაგ. ისტორიასა და ინგლისურ ენას შორის და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
ასევე ძალიან მომეწონა პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მასწავლებლის მაია სამხარაძის პროექტი: " მამული, ენა, სარწმუნოება." ის ეხმიანება თანამედროვეობას და ასწავლის მოსწავლეებს როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან და რა როლს ასრულება ენა, მამული, სარწმუნოება ნებისმიერი ერის მსოფლიო ერების გვერდით დაყენების საქმეში.
ასევე საინტერესო იყო სსიპ ქალაქ გორის V სკოლის ფიზიკის პედაგოგის ნანა ქავთარაძის პროექტი "ელექტრო დენის ალტერნატიული წყაროს შესახებ.თუ რა შეღავათები შეიძლება მოჰყვეს მზის , ქარის, წყლის ენერგიის გამოყენებასა და რომელი განახლებადი რესურსები გამოიყენება ცხოვრებაში.

ქალბატონო მანანა ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი.ჩემი აზრით იგი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარჩვევების განვითარებას და ასევე მათ დაეხმარება რელიგიურ სრულყოფაში.
ReplyDelete