განვლილი ტრენინგის კურსი ძალიან მრავლის მომცემი და საინტერესო იყო ჩემთვის. მივიღეთ ტექნოლოგიებზე წვდომისა და მისი გამოყენების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. ვისწავლეთ პროექტზე ეფექტურად და ეფექტიანად მუშაობის გზები. მოვამზადეთ პრეზენტაცია. გავაკეთეთ ბუკლეტი. ვისწავლეთ საქაღალდის ბლოგზე ატვირთვა. ტრენინგზე მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში. დიდი მადლობა ქეთი ცერაძეს საინტერესო ლექციებისათვის.
Thursday, March 9, 2017
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა. მოვისმინეთ ჯგუფის წევრთა პროექტების პრეზენტაციები, რომლებიც ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო რამდენიმე პროექტის შესახებ. მაგ.ქვეშის საჯარო სკოლის პედაგოგის მედეა კაჯილაშვილის პროექტი: "მსოფლიოს შვიდი საოცრება" რომლის მიზანია, საგანთა შორის კავშირი მაგ. ისტორიასა და ინგლისურ ენას შორის და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
ასევე ძალიან მომეწონა პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მასწავლებლის მაია სამხარაძის პროექტი: " მამული, ენა, სარწმუნოება." ის ეხმიანება თანამედროვეობას და ასწავლის მოსწავლეებს როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან და რა როლს ასრულება ენა, მამული, სარწმუნოება ნებისმიერი ერის მსოფლიო ერების გვერდით დაყენების საქმეში.
ასევე საინტერესო იყო სსიპ ქალაქ გორის V სკოლის ფიზიკის პედაგოგის ნანა ქავთარაძის პროექტი "ელექტრო დენის ალტერნატიული წყაროს შესახებ.თუ რა შეღავათები შეიძლება მოჰყვეს მზის , ქარის, წყლის ენერგიის გამოყენებასა და რომელი განახლებადი რესურსები გამოიყენება ცხოვრებაში.

Sunday, March 5, 2017
ტრენინგის მერვე დღე
დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით.შევქმენით ფასილიტაციის რესურსის ნიმუში, გადავხედეთ პორტფოლიოს და შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა. შემდეგ დარედაქტირებული საქაღალდე ავტვირტეთ ბლოგზე. დღევანდელი დღე ძალიან შრომატევადი და საინტერესო იყო.
Saturday, March 4, 2017
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ განვლილი მასალა. გავითვალისწინეთ ყველა მოსწავლეზე გათვლილი საჭიროებები და ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.დღევანდელმა დღემაც ძალიან შინაარსიანად და საინტერესოდ ჩაიარა.
Sunday, February 26, 2017
ტრენინგის მეექვსე დღე
განვიხილეთ განვლილი მასალა, გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის
მოთხოვნებს და ვიმუშავეთ მასზე. გავეცანით შეფასების რუბრიკებს, გადავხედეთ სასწავლო
პროექტის გეგმას. დღევანდელი დღის ტრენინგმა, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოდ
ჩაიარა.
Saturday, February 25, 2017
ტრენინგის მეხუთე დღე
დღევანდელი დღე დავიწყეთ განვლილი მასალის ანალიზით.
ვისწავლეთ საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონების
გაკეთება. ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგზე. ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგზე. დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და შინაარსიანი იყო.
Sunday, February 19, 2017
ტრენინგის მეოთხე დღე
გავიმეორეთ განვლილი მასალა. განვიხილეთ შეფასების
მეთოდები, დროში გაწერილი
შეფასების გეგმა. გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
Saturday, February 18, 2017
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, პირველ რიგში და დავადგინეთ სტანდარი, რა შედეგზე უნდა გავიდეს ჩვენი პროექტი, შემდეგ სტანდარტიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევბიდან დავწერეთ პროექტის მიზანი და ასევე ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამომადგება გაკვეთილის გეგმებზე მუშაობისას.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამომადგება გაკვეთილის გეგმებზე მუშაობისას.
Sunday, February 12, 2017
ტრენინგის მეორე დღე
დღევანდელი დღე ფრიად საინტერესო აღმოჩნდა; მიმოვიხილეთ პროექტები ,გავიმეორეთ განვლილი მასალა,გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს ,საფუძვლიანად შევისწავლეთ ბუკლეტის დამზადება და ბოლოს გავამთლიანეთ ჩვენი ნასწავლი მასალა. ყოველივე ეს ძალიან დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.
Saturday, February 11, 2017
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ინტელის ძირითად კურსსა და გზამკვლევს, 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს, შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, განვიხილეთ პროექტები და შევქმენით ბლოგი.
Subscribe to:
Posts (Atom)