განვლილი ტრენინგის კურსი ძალიან მრავლის მომცემი და საინტერესო იყო ჩემთვის. მივიღეთ ტექნოლოგიებზე წვდომისა და მისი გამოყენების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. ვისწავლეთ პროექტზე ეფექტურად და ეფექტიანად მუშაობის გზები. მოვამზადეთ პრეზენტაცია. გავაკეთეთ ბუკლეტი. ვისწავლეთ საქაღალდის ბლოგზე ატვირთვა. ტრენინგზე მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში. დიდი მადლობა ქეთი ცერაძეს საინტერესო ლექციებისათვის.
Thursday, March 9, 2017
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა. მოვისმინეთ ჯგუფის წევრთა პროექტების პრეზენტაციები, რომლებიც ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო რამდენიმე პროექტის შესახებ. მაგ.ქვეშის საჯარო სკოლის პედაგოგის მედეა კაჯილაშვილის პროექტი: "მსოფლიოს შვიდი საოცრება" რომლის მიზანია, საგანთა შორის კავშირი მაგ. ისტორიასა და ინგლისურ ენას შორის და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
ასევე ძალიან მომეწონა პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მასწავლებლის მაია სამხარაძის პროექტი: " მამული, ენა, სარწმუნოება." ის ეხმიანება თანამედროვეობას და ასწავლის მოსწავლეებს როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან და რა როლს ასრულება ენა, მამული, სარწმუნოება ნებისმიერი ერის მსოფლიო ერების გვერდით დაყენების საქმეში.
ასევე საინტერესო იყო სსიპ ქალაქ გორის V სკოლის ფიზიკის პედაგოგის ნანა ქავთარაძის პროექტი "ელექტრო დენის ალტერნატიული წყაროს შესახებ.თუ რა შეღავათები შეიძლება მოჰყვეს მზის , ქარის, წყლის ენერგიის გამოყენებასა და რომელი განახლებადი რესურსები გამოიყენება ცხოვრებაში.

Sunday, March 5, 2017
ტრენინგის მერვე დღე
დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით.შევქმენით ფასილიტაციის რესურსის ნიმუში, გადავხედეთ პორტფოლიოს და შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა. შემდეგ დარედაქტირებული საქაღალდე ავტვირტეთ ბლოგზე. დღევანდელი დღე ძალიან შრომატევადი და საინტერესო იყო.
Saturday, March 4, 2017
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ განვლილი მასალა. გავითვალისწინეთ ყველა მოსწავლეზე გათვლილი საჭიროებები და ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.დღევანდელმა დღემაც ძალიან შინაარსიანად და საინტერესოდ ჩაიარა.
Subscribe to:
Posts (Atom)